ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელიც „ეპშტეინის ფაილებიდან“ გახდა საჯარო. კადრში ცნობილი ფიზიკოსი და მრავალი თეორიის ავტორი, სტივენ ჰოკინგი, ორ ბიკინიში გამოწყობილ ქალს შორის ზის და იღიმის. არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა გადაღებული იყოს ეპშტეინის კუთვნილ, სენტ-ჯეიმსის კუნძულზე,
ჰოკინგი 2018 წლის მარტში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ებრძოდა „ამიოტროფულ ლატერალურ სკლეროზს“ (ALS).
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის მარტში, ეპშტეინის წინააღმდეგ პროსტიტუციის ორგანიზების ბრალდების ოფიციალურ წარდგენამდე რამდენიმე თვით ადრე, ჰოკინგი მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ჰოკინგის სახელი მრავალჯერ ფიგურირებს.