LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივენ სპილბერგმა 250 მილიონ დოლარიანი იახტა შეუკვეთა

50

მე უფრო დიდი და მდიდრული იახტა მჭირდება – გაიფიქრა ლეგენდარულმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა, როცა მის მოძველებულ იახტას შეხედა და ახალი შეუკვეთა. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ახალი იახტა მას 250 მილიონი დოლარი დაუჯდება.

 

გაკვირვებით ალბათ ვერავის გააკვირვებს რეჟისორი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ის აპირებს გარდა საკუთარი თავის დაკმაყოფილებისა, სხვებსაც გაუზიაროს იახტით მიღებული სიამოვნება და გააქირაოს. გაქირავების ფასი ერთი კვირით 1 მილიონი დოლარი იქნება. გარდა ამისა, იახტაზე საშუალება გექნებათ ისიამოვნოთ სპა სალონით, აუზებითა და სპორტდარბაზით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები