სტოკჰოლმი – შვედეთის დედაქალაქი თვალწარმტაცი, „ჩრდილოეთის სილამაზის“ ქალაქია. როგორც ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი, მრავალი ღირსშესანიშნაობისა და ღირსეული მუზეუმების გარდა, ის თავს იწონებს კაფე-რესტორნებითა და გემრიელი კერძებით, შვედი დიზაინერების მაღაზიებით, ასევე მრავალფეროვანი სასტუმროებითა და მდიდარი ღამის ცხოვრებით.
ქალაქი 700 წელზე მეტია წარმოიქმნა, დღეისათვის კი ის 14 კუნძულზეა გადაჭიმული ცივ ბალტიის ზღვაში და ერთმანეთთან 57 ხიდითაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ღირსშესანიშნაობამდე ფეხით უპრობლემოდ მიხვალთ.
სტოკჰოლმის რაიონები
ქალაქი აგებულია 14 კუნძულზე. ერთის მხრივ ტბა მელარენი აკრავს, მეორედან – ბალტიის ზღვა. ე.წ. „სტოკჰოლმის არქიპელაგში“ 24 ათასზე მეტი კუნძული ან უბრალოდ კლდეები შედის.
უშუალოდ ცენტრში მდებარეობს გამლა-სტანი (ძველი ქალაქი) და რიდარჰოლმენი (რაინდების კუნძული) – ორი უმსხვილესი და კარგად შემონახული შუასაუკუნეების ცენტრი (მე-13 ს).
სტოკჰოლმში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ხმაურიან სიტის, შეუკავებელი მხიარულების სტურეპლანს ან მდიდრულ ოსტერმალმეს. სწორედ აქ არის მსხვილი უნივერმაღები, ბუტიკები, შოუ-რუმები, რესტორნები, ღამის კლუბები და გალერეები.
ტრანსპორტი
კომპანია Storstockholms Lokaltrafik (SL) პასუხს აგებს ავტობუსების, მეტროს, ტრამვაის, საგარეუბნო მატარებლების და ზოგიერთი საბორნე გადასასვლელის მოძრაობაზე. სატრანსპორტო სისტემა დაყოფილია სამ ზონად და მოქმედებს საერთო სამგზავრო ბილეთები. გამონაკლისია აეროპორტის და რამდენიმე სპეციალური ხაზის ავტობუსი. მგზავრობის ღირებულებას კუპონებით იხდით. ერთი სატრანსპორტო ზონის გადასაადგილებლად 2 კუპონია საჭირო, ორი ზონის გადასაკვეთათ – 3, სამისას – 4.
ავტობუსის მძღოლები ბილეთს არ ყიდიან.
ყველაზე მოსახერხებელია კუპონების დასტა pre-paid card იყიდოთ ან ბარათი, რომელიც ყველა ზონაში მოქმედებს 1 (100 SEK), 3 (200 SEK) ან 7 (260 SEK) დღის განმავლობაში.
ავტობუსი
სტოკჰოლმის ავტობუსის ქსელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატოტვლილია (450 მარშრუტი). მკაცრად განსაზღვრული განრიგით დადიან. რამდენიმე მარშრუტი მხოლოდ პარასკევს ან პიკის საათებში მუშაობს. სამუშაო დღეებში ინტერვალი 10-15 წუთს არ აღემატება, პიკის დროს – 5-10 წუთს.
მეტრო
სტოკჰოლმის მეტრო ნამდვილი მიწისქვეშა მუზეუმია, რომლის სიგრძე 110 კმ-ია. შედევრების რაოდენობა აქ იმდენია, რომ მათი ნახვა დამოუკიდებლად სირთულეს წარმოადგენს. შეგიძლიათ ექსკურსია შეუკვეთოთ გიდთან ერთად.