სტოკჰოლმში გაიხსნა ბარი UVen, სადაც შესვლა 55 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაა მხოლოდ ნებადართული. ამის შესახებ SVT Nyheter წერს.
დაწესებულების დამფუძნებელი, აჰმედ ოზდემირი უკვე 25 წელია სარესტორნო ბიზნესში მუშაობს. მან აღნიშნა, რომ ასაკოვანი ადამიანები ბარში ხშირად დადიან მარტოები, ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთის გაცნობას და კომუნიკაციას შეძლებდნენ.
ამ ბარში ასაკს ძალიან მკაცრად გააკონტროლებენ: სტუმრებს არ ექნებათ ბავშვების ან შვილიშვილების მოყვანის უფლება. შიგნით არ შეუშვებენ 55 წელზე ნაკლები ასაკის მქონე სტუმრებს, მათ შორის არც 54 წლისებს.
ბარში ფასები დაბალია, რათა სასმლის თუ საჭმლის შეკვეთა შეძლოს ყველამ, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა.
როგორც ბარის მომხმარებლები ამბობენ, მათ ძალიან მოსწონთ ეს კონცეფცია, რადგან ახალგაზრდობა ძალიან ხმაურიანია და მათთან ერთად მოდუნება ძალიან რთულია.