NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა იცის „მძიმე შედეგების“ შესახებ, რომლებიც უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება:
„მათ იციან, რომ მძიმე შედეგები იქნება. არ განვავრცობ იმაზე, თუ როგორი რეაქცია გვექნება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება გამოიყენონ.
საქმე ისაა, რომ ატომური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენების ალბათობა ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ პოტენციური შედეგები იმდენად დიდია, რომ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ.
რიტორიკა, მუქარები, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ ავრცელებს, ზრდის დაძაბულობას, საშიში და უგუნურია.“– განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ამავე თემაზე:
შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს – უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი
“ბარიერებია, მაგრამ პუტინს შეუძლია ამის გაკეთება ” – ბირთვული ომის დაწყების ხუთი შესაძლო სცენარი