უკრაინაში ომის დასრულებით უნდა გაირღვეს რუსეთის აგრესიის წრე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა ისტორია აღარ უნდა განმეორდეს.
„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. ეს არის ერთი მოდელის ნაწილი: საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და შემდეგ სრულმასშტაბიანი ინტერვენცია გასულ წელს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები, ძალა, შეაკავოს აგრესია და ასევე, ვიპოვოთ მექანიზმები, რომ რუსეთი აღარ დაესხას თავს ამ ომის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
