LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru 250 ათასზე მეტ კროსოვერს უკან გამოიწვევს – მიზეზი ხანძრის საშიშროებაა

115
subaru

Subaru 250 ათასზე მეტ კროსოვერს უკან გამოიწვევს, რადგან ხანძრის გაჩენის საშიშროებაა. ამერიკული ბრენდის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ 2019-დან 2022 წლამდე გამოშვებულ 271 694 Ascent-ს სერიოზული დეფექტი აქვს. მოვლენათა არასწორი განვითარების შემთხვევაში ავტომობილი შესაძლოა აალდეს. ასეთი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, თუმცა Subaru ამტკიცებს რომ მომხდარი ინციდენტები ტრავმების გარეშე დასრულდა.

Subaru-ს დილერები ყველა მოდელს შეამოწმებენ და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, დაზიანებულ დეტალს სასწრაფოდ შეცვლიან. ზოგიერთ ავტომობილს შესაძლოა სერიოზული შეკეთებაც დასჭირდეს.

შემოწმების დასრულებამდე კი Ascent-ის ყველა მძღოლს ურჩევენ, შენობების სიახლოვეს არ გააჩერონ ავტომობილი, დამწვრის სუნის შემთხვევაში კი სასწრაფოდ გამორთონ ძრავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები