Subaru-მ 25 ტონიანი ფორმის ჩამოვარდნის გამო 3 ქარხანა დახურა. გაჩერდა რამდენიმე კონვეიერი, საიდანაც ისეთი მოდელები ჩამოდიოდა როგორიცაა Impreza და Forester. მიზეზი გახდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც იაძიმას მოედანზე 13 თებერვალს მოხდა: ერთ-ერთ მუშას 25 ტონიანი ფორმა დაეცა. შედეგად 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წარმოების განახლების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
საავტომობილო გამოცემების ინფორმაციით, მუშას მძიმე ფორმები ამწეს დახმარებით პულტით გადაჰქონდა, რა დროსაც ერთი მათგანი დავარდა და უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო. დაღუპულმა ქარხანაში 35 წელი იმუშავა.