ანსამბლი „სუხიშვილები“ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ფაქტს, რომელიც ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე, რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დასის რამდენიმე წევრმა, აჩიკო გულედანის (ფესტივალის დამფუძნებელი და მუსიკოსი) სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა – ნინო სუხიშვილმა კი მისი განცხადებით, სიტუაციის განმუხტვა სცადა:
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა.
აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა.
დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა. ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.
„მარტივია: არის შავი და თეთრი – თქვენი იმედი მაქვს, არ უნდა დანებდეთ, არ უნდა დაიღალოთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ იმიტომ, რომ თქვენში საოცარ სიყვარულს ვხედავ“ – ილიკო სუხიშვილი ახალგაზრდა თაობას მიმართავს
„ბევრი ითქვა და რა უნდა დავამატო, ძალიან დიდი მადლობა ამ შეგნებისთვის, თქვენი დიდი იმედი მაქვს და ყველაფერში თქვენს გვერდში ვიდგები, მადლობა.“
გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს.
კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია.“ – ნათქვამია „სუხიშვილების“ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 26 მაისს, Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ჯგუფ „მწვანე ოთახის“ ერთ-ერთი სიმღერის შესრულების შემდგომ, განცხადება გააკეთა ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა – ნინო სუხიშვილმა და თქვა, რომ დასი იქ წარმოთქმულ ტექსტს ემიჯნება.
„ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, დიდება უფალს! ჩვენი დასი ემიჯნება იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო ჩვენი გაგებით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო – ენა, მამული, სარწმუნოება…“ – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა. აჩიკო გულედანის სიმღერის…
Posted by სუხიშვილები – Sukhishvilebi on Wednesday 28 May 2025