LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სულ 92 წლის მეუღლეზე ლაპარაკობდა, მალე უნდა დავბრუნდე და მივხედოო” – 101 წლის მამაკაცი კორონავირუსისგან განიკურნა (ვიდეო)

945
pjimage

ჩინეთში კორონავირუსისგან 101 წლის პენსიონერი გამოჯანმრთელდა. როგორც dailymail  წერს, მამაკაცმა, ჰუბეის პროვინციაში, უხანის მესამე საავადმყოფოში 1 კვირა გაატარა და გუშინ, 4 მარტს გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოს ექიმების თქმით, პაციენტი თავს საკმაოდ ენერგიულად გრძნობს.

“ხშირად ლაპარაკობდა მის 92 წლის მეუღლეზე, ამბობდა, მალე უნდა დავბრუნდე და მოვუაროო”, – ამბობს მოხუცის ახლობელი.

უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის გახსნილი საავადმყოფო ვირუსის შემთხვევების კლების გამო დახურეს

უხანში სპეციალურად კორონავირუსის გამო 16 დროებითი საავადმყოფო შეიქმნა, სადაც დამატებით 12 ათას პაციენტს მკურნალობდნენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “კოვიდ 19” -ისგან 98 წლის ქალი გამოჯანრთელდა. უხუცესი ქალი ლიეშენშალის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

დღეისათვის ჩინეთში კორონავირუსის 80 400-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში “კოვიდ 19”-მა ქვეყანაში 3012 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 52 200-ს აღემატება.

 

“ინფექციები სიცივეში ვრცელდება და სიცხეში ძალიან ცოტაა” – შეჩერდება თუ არა დათბობასთან ერთად კორონავირუსის გავრცელება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g