LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ მიკვირდა გარდაცვლილ ადამიანებს სოციალურ ქსელებში რომ სწერდნენ… ახლა მივხვდი, საკუთარი თავისთვის გინდა უთხრა, რომ გიყვარს და გჭირდება“ – დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი

834
დონარა გვრიტიშვილი

დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი, ხატია ხოსროშვილი სოციალურ ქსელში დედას მიმართავს და სამ მარტს ულოცავს.

„სულ მიკვირდა გარდაცვლილ ადამიანებს სოციალურ ქსელებში რომ სწერდნენ. ახლა მივხვდი, ამოთქმისთვის, საკუთარი თავისთვის გინდა უთხრა, რომ გიყვარს და გჭირდება. სულ ერთია სადაა ხიდი ჩვენს სამყაროებს შორის, ჩემს შინაგან ბავშვს ისევ ისე სჭირდები❤️ სულ ასეთი ციმციმა იქნები ჩემთვის და ბოლო დროს შენს თვალებში ჩამდგარ სევდიან სიყვარულშიც სულ გავთბები. მიყვარხარ ჩემო პატარა დედიკო ❤️ ღირსეულო და მშვენიერო სულო ❤️

გილოცავ დედის დღეს “, – წერს ხატია ხოსროშვილი სოციალურ ქსელში და დედის ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გასული წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

„სინათლისკენ იარე დე“ – მსახიობი დონარა გვრიტიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

„შეხვედრამდე ჩემო ლამაზო გოგო!“ – ნინი შერმადინი დონარა გვრიტიშვილს ემშვიდობება

„ფარდა დაიხურა… „ნუ იტირებთ, მხოლოდ ილოცეთ“ – ეს შენი ბოლო გზავნილია მეგობარო, ჰოდა გპირდები არ ვიტირებ… შეხვედრამდე“ – ქართველი ემიგრანტი მზია წულუკიძე დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g