ახალგაზრდა მომღერლებმა ნიკოლოზ ქაჯაიამ და ანასტასია ბერიშვილმა ბრიტანელი ლეგენდის, პოლ მაკარტნის ცნობილი კომპოზიციის My Valentine ახალ ინტერპრეტაციაზე იმუშავეს და საკუთარი ვერსიის ვიდეოკლიპი წარმოადგინეს.
კლიპი დღეს გავრცელდა სოციალურ ქსელებში და უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ვიდეორგოლი მინიმალისტური სტილით, დახვეწილი ვიზუალითა და საოცარი ვოკალით გამოირჩევა. ახალგაზრდა მომღერლების საოცარმა ინტერპრეტაციამ კი გულშემატკივრების გულები მალევე დაიპყრო. მათი შეფასებით, My Valentine-ის ეს ვერსია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ახალ თაობას შეუძლია კლასიკური მუსიკის ახლებურად გააზრება და გადმოცემა ისე, რომ ნამუშევარმა არ დაკარგოს თავისი პირვანდელი სინაზე და ემოცია.
„ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი ნამღერია!“, „სულ მინდა ვუსმინო“, „საუკეთესო შესრულებაა!“ – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, კლიპის რეჟისორი პატო მერკვილაძეა.
კლიპი ხელმისაწვდომია სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე.
