LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სულ მინდოდა მეთქვა, რა მაგარია რომ ქართველია და ეხლა ვეტყვი…” – როგორ აუხდინა ზაზა ფაჩულიამ საშობაო ოცნება ცნობილ ფოტოგრაფს

3636
Untitled design - 2021-11-26T111742.898

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აუხდა საშობაო ოცნება.

როგორც ზაქარია ჭელიძე წერს, სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის შემდეგ მას ზაზა ფაჩულიამ მისწერა.

„სასწაული მოხდა

დღეს რომ სტატუსი დავწერე CROSTY.

და ის რომ ვოცნებობ, მაგრამ მართლა ვერასოდეს მოვახერხე შეძენა

ეს სტატუსი არ დარჩა შეუმჩნეველი

და ჩემი საშობაო ოცნება ასრულდა

უკვე მაქვს ჩემი დრო #დრო

გადარეული ვარ ! არც ვიცი როგორ დავწერო ისე რომ ზუსტად მივიდეს ადრესატამდე რასაც ეხლა მე ვგრძნობ .

აქ ფეხსაცმელში არაა საქმე.

აქ ბრენდის დამოკიდებულებაზე, ყურადღებაზე , გულთან მიტანაზეა და ამან კიდე უფრო გამაბედნიერა

და რაც მთავარია ზაზა ფაჩულიასთვის სულ მინდოდა მეთქვა, რა მაგარია რომ ქართველია და ეხლა ვეტყვი .

მართალია, არ მჩვევია ინბოქსის გაზიარება მარა, ის წელს ჩემი სანტაა და მინდა გაგიზიაროთ.

ეს ხიდი კი Slava Gogokhia შენ გააბი და უდიდესი ბედნიერება მაჩუქე .

მადლობა მადლობა მადლობა

მინდა, რასაც ჩაიფიქრებთ აგისრულდეთ“, – წერს ზაქარია ჭელიძე და ზაზა ფაჩულიას მესიჯს აქვეყნებს, სადაც ზაზა ფაჩულია წერს, რომ მივიდეს აღნიშნულ მაღაზიაში და საჩუქარი დახვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g