“სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები? რაც შევძელი, ამ 4 წელში გავაკეთე და მიმაჩნია, რომ ახლა პარლამენტში უნდა ავიღო ტაიმ-აუტი” – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი კითხვას, რატომ არ არის პარტიის საარჩევნო სიაში.
ენძელა მაჭავარიანის თქმით, მისთვის დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ სიაში არ იქნებოდა.
“8-10 თვეა ვიცი, რომ არ ვარ სიაში. მქონდა სრულიად სტრესული მუშაობის პირობები. რაც შევძელი, ამ 4 წელში გავაკეთე და მიმაჩნია, რომ ახლა პარლამენტში უნდა ავიღო ტაიმ-აუტი. სულ პარლამენტში ხომ არ ვიქნები? ჩემი სურვილი იყო. სანამ ერთი ღარიბი ადამიანი არის, ერთ ადამიანს სცივა და სშია, მე არ ვიქნები კამყოფილი ჩემი, არც სხვისი მუშაობით.” – ამბობს ენძელა მაჭავარიანი.
ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაშია
რას საქმიანობენ ოცნების სიის ცნობადი სახეები
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა. ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც საარჩევნო მარათონში ერთვება, საკუთარი საარჩევნო სია ცესკოში უკვე დაარეგისტრირა.
“ქართულმა ოცნებამ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 150 კაციანი სია წარადგინა.
გიორგი გახარიას საპირწონედ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბუბა კიკაბიძე დაუყენა.
“დეგრადირებული”, “მობეზრებული ადამიანები” – კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” სიაზე