LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ევროპული კომპანიების რიცხვი, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ

110
businessman-working-tablet-using

ევროპული კომპანიების რიცხვი, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, სულ რაღაც ერთ წელში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

დღეისათვის ევროკავშირში მოღვაწე კომპანიების 13,5%, რომელთა შტატიც მინიმუმ 10 ადამიანს მოიცავს, თანამედროვე ტექნოლოგიების ინსტრუმენტებს აქტიურად იყენებს. ერთი წლის წინ ასეთი კომპანიების რაოდენობა მხოლოდ 7% იყო. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

ყველაზე ხშირად ევროპული კომპანიები ნეირო ქსელს ტექსტების ანალიზისთვის იყენებენ, ასევე ტექსტების გენერაციისთვის და საუბრის ტექსტად გარდასაქმნელად.

ყველაზე მეტად ხელოვნურ ინტელექტს დანიაში იყენებენ (27,6%), სიაში შემდეგ პოზიციებს იკავებენ შვედები (25,1%) და ბელგიელები (24,7%). რეიტინგის მეორე ბოლოში მოექცა რუმინეთი (3.1%), პოლონეთი (5,9%) და ბულგარეთი (6,5%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები