საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურმა „ტვიტერმა“ იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებსაც სხვადასხვა დროს ოლიმპიური თამაშები აქვთ მოგებული.
სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა და თავიდან ბოლომდე პირველი ხარისხის ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული.
მეკარე: ლევ იაშინი (სსრკ);
მცველები: კარლეს პუიოლი (ესპანეთი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა), მარსელო (ბრაზილია);
ნახევარმცველები: ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ჩავი (ესპანეთი), ანდრეა პირლო (იტალია), რონალდინიო (ბრაზილია);
ფორვარდები: ლიონელ მესი (არგენტინა), სამუელ ეტო’ო (კამერუნი), ნეიმარი (ბრაზილია).
გაგახსენებთ, რომ საფეხბურთო ოლიმპიური ოქრო ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს მოუგია: 1988 წელს, სეულის თამაშების გამარჯვებული გელა კეტაშვილი გახდა, რომელიც მაშინდელი საბჭოთა ნაკრების უცვლელი წევრი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.