LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ ზურგჩანთით დავდივარ და ფოტოს არავინ მიღებსო…ძალიან უყვარდა თავის საქმე და ყველა სტუდენტს სულს უბერავდა, ძალიან ადრე იყო წასვლისთვის“ – მოქალაქე გიორგი გახელაძეზე

1111
2024-06-25_00-44-32_168273

თბილისში დაკარგული პროფესორი გიორგი გახელაძე, რომელსაც ოჯახის წევრები, სამართალდამცველები და ახლობლები 19 ივნისიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი პოვეს.

პროფესორზე ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში ქეთევან სიხარულიძე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სულ ზურგჩანთით დავდივარ და ფოტოს არავინ მიღებსო…
წინა სემესტრში უამრავი წიგნი მომიტანა ზურგჩანთით სამაგისტროსთვის გამოგადგებაო.
როცა მოიკითხავდი სულ გპასუხობდა რომ მხნდე იყო…

ძალიან უყვარდა თავის საქმე და ყველა სტუდენტს სულს უბერავდა, სულ ინტერესდებოდა ვის რა უჭირდა და სულ გქონდა მისი იმედი, არასდროს დაიზარებდა.
ერთხელ კურსელს ძაღლმა უკბინა და ლექცია გადადო სანამ სასწრაფო არ მოვიდა, მარტო როგორ დავტოვოთო.

ერთ ლექციას რომ გააცდენდი უკვე გკითხულობდა. შესვენებაზეც სულ სტუდენტებს ელაპარაკებოდა. ყველას უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. ყველაფერზე წინ ადამიანობას აყენებდა.
ძალიან ადრე იყო წასვლისთვის, ბევრი სხვა მიზეზის გარდა, იმსახურებდა ენახა საქართველოს ევროპული მომავალი, რისთვისაც შრომობდა და რაზეც ასე შესტკიოდა გული.
„მიღწვიან მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები”, – ვკითხულობთ ტექსტში.

ცნობისათვის, ინფორმაცია გიორგი გახელაძის გაუჩინარების შესახებ, 6 დღის წინ სოციალურ ქსელებში მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ძებნის ოპერაციაში მალევე ჩაერთო როგორც სამართალდამცველების ჯგუფები, ასევე მოქალაქეებისგან შემდგარი მოხალისე ჯგუფები.

„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!“ – ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს

„ყველა დარდს მაშორებდა საკუთარი გულის ხარჯზე..ჰოდა, როგორ დავიჯერო, რომ ახლა ამისთვის გამიმეტებს და მარტოს დამტოვებს? ღმერთო, ვეღარ ვუძლებ!“ – რას წერს დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები