LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულიერი სიახლოვე ვიპოვეთ… მე ვიყავი დათრგუნული“ – ვინ არის ცნობილი მომღერალი, რომლის შეყვარებულმაც ეკო ფანგანზე იეჭვიანა? 

3906
fanganieko

ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ კითხვას – ცნობილი ქალი მომღერლის მეგობარი გოგონა თქვენზე ეჭვიანობდა?, დადებითად უპასუხა და მომღერლის ვინაობაც დაასახელა.

ეკო ფანგანმა ზემფირას მეგობარი გოგოს ეჭვიანობის დეტალებიც გაიხსენა.

„მე გავიცანი ზემფირა 2002 წელს. გავიცანი სუბტროპიკის ფესტივალზე ჩამოდიოდნენ ვარსკვლავები ყოველთვის. თვითონ ჩამიწერა თავისი ტელეფონის ნომერი და ერთი საღამოს საუბრის შემდეგ, ასე მითხრა: ასე მგონია თითქოს 40 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. სულიერი სიახლოვე ვიპოვეთ.

რაღაც პერიოდის შემდეგ ვიყავი ავად სახსენებელ მოსკოვში და გამომიარეს ზემფირამ და თავისმა მეგობარმა ანნიამ. ანია იყო ძალიან საყვარელი რუსი გოგონა, უწესიერესი, სულ ეცვა რეზინის ხელთათმანი და სულ ალაგებდა, მოსკოვთან ახლოს აგარაკი ჰქონდათ, იქ ძალიან კარგი იყო ხოლმე. პირველ დღეს იეჭვიანა ისე, რატომღაც ეგონა ქმარი მყავდა, მე არ მყავს ქმარითქო. ზემფირასაც ასე ეგონა იმ პერიოდისთვის. იმ ასაკში ძალიან მერიდებოდა, მეთქვა არ ვარ გეითქო, ახლა პირდაპირ ვეტყოდი, მორჩი ქალო, არ ვარ-თქო. არ ვიმჩნევდი, მაგარი დაძაბულობა იყო, ანიამ ჩაიცვა ტანსაცმელი, მე მივდივარო. მათთან სახლში ვიყავით, უნდა გვევახშმა. ზემფირას ძალიან ეცინებოდა, სასაცილო სიტუაცია იყო. მე ვიყავი უკიდურესად დაძაბული და დათრგუნული. მერე დამშვიდდა, მიხვდა რომ ასე არ იყო. იმის შემდეგ ბევრჯერ აქვს ჩემთვის ნათქვამი, ზემფირას ძალიან უყვარხარ და პატივს გცემსო. ეჭვიანობის საბაბი იყო, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდა ზემფირას მიწოდებული“, – ამბობს ეკო ფანგანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები