ქალურობისა და მგრძნობელობის სინთეზი – ასე ახასიათებენ პარფიუმერიის ექსპერტები იმ ახალ არომატს, რომელიც პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” მომხმარებელს დღეს წარუდგინა. სუნამო სახელწოდებით Baiser Fou ქალბატონებისთვის შეიქმნა და ფრანგულ ბრენდ Cartier-ს ეკუთვნის.
როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, ახალი სუნამოს შეძენა მომხმარებელს ”ისი-პარის” ყველა ფილიალში უკვე 19 აპრილიდან შეუძლია. სუნამო სამნაირ შეფუთვაშია – 30, 50 და 100 მილილიტრიან შეფუთვებში.
”ეს არის სუნამო თავდაჯერებული ქალბატონებისთვის. Baiser Fou -ს არომატი წარმოადგენს ნამდვილ სინთეზს ქალურობისა და მგრძნობელობის. მისი შემადგენლობა კი ასეთია: სურნელოვანი ორქიდეა, რომელიც ქალური გრძნობისა და ბუნების სიმბოლოა და თეთრი შოკოლადი, რომელიც აქამდე არასდროს არ გამოყენებულა, არც ერთ პარფიუმში და რომელიც ვნებიანი კოცნის შეგრძნებას გადმოსცემს”, – აღნიშნა შამუგიამ.
მისივე ინფორმაციით, არანაკლებ საინტერესოა სუნამოს ფლაკონი, რომელიც საოცრად დახვეწილი და ქალურია.
”Baiser Fou -ს ფლაკონი არის, როგორც სამკაული ქალური ხელწერის. თავსახური წარმოადგენს Cartier -ს ერთ-ერთი ბეჭდის დიზაინს. საოცრად ლამაზია სუნამოს შეფუთვაც – ეს არის ქალური და თავლისმომჭრელი მალინისფერი და მკვეთრი ვარდისფერი, რომელიც გამოხატავს სუნამოს ტკბილ ხასიათს”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, გარდა ამ სიახლისა, კომპანია მალე მომხმარებელს სილამაზის ახალ ცენტრსაც წარმოუდგენს, რომელიც დაახლოებით 3 თვეში გაიხსენება. ამასთან, იგეგმება ახალი ბრენდების შემოყვანაც. ”2017 წელი სულ ახლახან დაიწყო და ”ისი-პარი”-მ ქართულ ბაზარზე უკვე 4 ახალი ბრენდი შემოიყვანა, ესენია: Zadig & Voltaire, Missoni, Byblos და Coach. წლის ბოლომდე კი დამატებით კიდევ რამდენიმე ბრენდს წარვუდგენთ ჩვენს მომხმარებელს. ასე რომ, ”ისი-პარის”-გან უამრავი სიურპრიზი გელით წინ”, – აღნიშნა შამუგიამ.
შეგახსენებთ, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.