LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერქარები, რბოლები და სახიფათო მანევრები – Top Gear-ის ახალი ტრეილერი (ვიდეო)

27

სუპერქარები, რბოლები და სახიფათო მანევრები – ქსელში Top Gear-ის ახალი ტრეილერი გამოჩნდა. „BBC America”-ს ცნობით, ცნობილი ავტოშოუს პრემიერა 30 ივლისისთვისაა დაგეგმილი და ის მაყურებელს ახალი წამყვანებით დაუბრუნდება. მათ შორის იქნება 60 წლის მსახიობი უილიამ ფიხტნერი, 41 წლის მრბოლელი ანტრონ ბრაუნი და 60 წლის ბრიტანელი ჟურნალისტი ტომ ფორდი.

რაც შეეხება ტრეილერს, მასში Lamborhini huracan და Acura NSX მონაწილეობენ, ასევე რამდენიმე კადრში კვადროციკლი Polaris და სუპერქარი BAC Mono-ც ჩნდება. შეგახსენებთ, რომ Top Gear-ის ახალი სეზონის დაწყების შესახებ ცნობილი 2017 წლის შემოდგომაზე გახდა და ახალი სეზონი სულ 8 ეპიზოდს მოიცავს. ხოლო, გაგრძელდება თუ არა შოუ მომავალშიც ეს ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები