სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ გამოიტანა.
უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას მისი შემდგომში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად.
აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/417724
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 554 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.