LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სურდა მიეღო აღიარებითი ჩვენება, რომ საპროცესო შეთანხმებას მიეღწიათ, დაედო ხელი რომელიმე პოლიტიკოსისთვის, ან იმ ბიჭებისთვის რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან… ვერც ერთი დაკავებული პატიმრისგან ვერ მიიღებენ მსგავს ჩვენებას“ – დაკავებულების ოჯახის წევრები

137
აქცია

„სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გვსურს გამოვეხმაუროთ იმ უკანონო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა სინდისის ერთ-ერთი პატიმრის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ“, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი პატიმრის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ოჯახის წევრმა, ქეთუნა ქერაშვილმა განაცხადა.

აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრების განცხადებით, ადვოკატი დავით გამყრელიძე ერთ-ერთ პატიმართან უკანონოდ შევიდა და მისგან ცრუ ჩვენების მიღებას ცდილობდა.

ქერაშვილის განაცხადებით, ისინი ვერცერთი დაკავებული პატიმრისგან ცრუ ჩვენებას ვერ მიიღებენ:

„სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გვსურს გამოვეხმაუროთ იმ უკანონო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა სინდისის ერთ-ერთი პატიმრის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ. როგორც იცით დავით გამყრელიძე, რომელიც არ გახლავთ ჯავახიშვილის უფლებადამცველი, მასთან სრულიად უკანონოდ შევიდა და ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის ქვეშ სცადა მისგან მიეღო ცრუ აღიარებითი ჩვენება, რაზეც გამყრელიძემ უარი მიიღო, რადგან ნიკოლოზმა არაფერი არ აღიარა. მინდა მივმართო ჩვენს ბიჭებს, მხნედ იყავით და დაიცავით თქვენი სიმართლე. ჩვენ ვიდგებით თქვენი სიმართლის და ქართველობის სადარაჯოზე.

ნიკოლოზმა თქვა, გამყრელიძეს სურდა მიეღო აღიარებითი ჩვენება, რომ საპროცესო შეთანხმებას მიეღწიათ, დაედო ხელი რომელიმე პოლიტიკოსისთვის, ან იმ ბიჭებისთვის რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან. უკანონოდ შესული ადვოკატები ვერც ერთი დაკავებული პატიმრისგან ვერ მიიღებენ მსგავს ჩვენებას“, – განაცხადა ქეთუნა ქერაშვილმა.

მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამის ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ოჯახის წევრების სამოქმედო გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ პატიმრებს აუხსნან არავისთან გამართონ მოლაპარაკებები და ოჯახისა და ადვოკატებთან კონსულტაციის გარეშე:

„მოცემულ მომენტში, ჩვენი სამოქმედო გეგმა შემდეგია, რომ ჩვენ ჩვენს პატიმრებს უნდა ავუხსნათ, რომ არცერთ შემთხვევაში არანაირ გარიგებასა და მოლაპარაკებაში არ შევიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ აღიარებით ჩვენებას მიიღებენ თუ არა ციხიდან არავის გაათავისუფლებენ, საპატიმრო ვადასაც დაუტოვებენ, შესაბამისად ხელისუფლებისთვის ნდობა იმ თვალსაზრისით, რომ აღიარეთ და გაგათავისუფლებთ – არ გააკეთონ. ჩვენ ადვოკატებს კატეგორიულად გავაფრთხილებთ, რომ პატიმრებთან შევიდნენ და ყველა დეტალი აუხსნან თუ რა ვერაგი ჩანაფიქრია ხელისუფლების მხრიდან. არავისთან არ გამართონ მოლაპარაკებები და ოჯახისა და ადვოკატებთან კონსულტაციის გარეშე არანაირ გარიგებაში არ შევიდნენ“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ფოტო: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g