LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნული სააგენტო რძის, კვერცხისა და ხორცის ნიმუშებში დამაბინძურებლების კვლევას აპირებს

132
სურსათი

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენ ნივთიერებებზე კვლევის ჩატარების მიზნით ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის თანახმად, მიმწოდებელმა სულ 1339 ნიმუშის კვლევა უნდა უზრუნველყოს. აქედან 300 რძის ნიმუში, კვერცხის 200 ნიმუში, საქონლის, ცხვრის, ღორის, ბოცვრისა და ფრინველის ხორცის 839 ნიმუში იქნება.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 322 515 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 23 აპრილს დაიწყება და 28 აპრილს დასრულდება.

ტენდერში მონაწილე ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს აკრედიტაციის მოწმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g