LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურვილი არ მაქვს – გახარია გამორიცხავს პრემიერ-მინისტრი გახდეს

206
1526905967_5c063f888b459

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მტკიცებით, ის პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ამ ნიუსებს ავრცელებთ თქვენ, იქნებ თქვენ მითხრათ, გამაგებინეთ, ეგებ ვიცოდე მეც რაღაცა.ერთი რამ მინდა გითხრათ, გულწრფელად გუბნებით, მე მართლა ვთვლი, რომ ის, რასაც ვაკეთებ დღეს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მართლა ასე ვთვლი. მართლწესრიგი, სიმშვიდე ამ ქვეყანაში არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, ტურიზმი, რომ ძირითადი ამოცანა, სიღარიბე, რაც არის ამ ქვეყნის, იყოს დაძლეული. შესაბამისად, უბრალოდ ვერ ვხედავ, არც სურვილი მაქვს პრემიერობის და ვთვლი, რომ ის, რასაც ახლა აქ ვაკეთებ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. და აქ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუ ამის საშუალება და დრო მექნება. დიახ, რა თქმა უნდა გამოვრიცხავ პრემიერობას”- განაცხადა გიორგი გახარიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g