სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დახურული პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება. პლენარული სხდომის დახურვა ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით, ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოითხოვა.
“ის, რომ სუს-ის უფროსის მოსმენა დაიხურა, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია, ბევრ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ აქვს, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, საიდუმლო კითხვები არ არსებობს, ხოლო მთავარი კითხვა, რაც ლილუაშვილთან ჰქონდა, ტოტალურ მოსმენებს უკავშირდება.
„ის, რომ სუს-ის უფროსის მოსმენა დაიხურა, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია, ბევრ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ აქვს და არა იმაზე, რომ განსაკუთრებულ საიდუმლო ინფორმაციაზე აპირებენ საუბარს. პირველი ნაწილი გამოსვლის რაც იყო, არაფრით არ იყო გამორჩეული. ყველაფერი, რაზეც მან ისაუბრა, შეგვიძლია გადავამოწმოთ, ღია წყაროებით ხელმისაწვდომია თუ მოვიძიებთ ამიტომ არანაირი საფუძველი დახურვის არ არსებობდა, მითუმეტეს, საიდუმლო კითხვები არ არსებობს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.