LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსლიაკი საქართველოში მესაზღვრებმა არ შემოუშვეს: არ აქვს საკმარისი ფინანსები და სამოგზაურო დაზღვევა

145
888

იულია სუსლიაკის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას  ავრცელებს. უწყების ცნობით, იულია სუსლიაკს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის უფლება მესაზღვრეებმა არ მისცეს.

საზღვრიდან უკან გაბრუნების მიზეზს უწყებაში ასე განმარტავენ: სუსლიაკი მგზავრობის ზუსტ მიზანს საზღვარზე ვერ ასახელებს; ასევე არ აქვს საკმარისი ფინანსები და სამოგზაურო დაზღვევა. 

იულია სუსლიაკი გაიტაცეს - მისი ადგილსამყოფელი უცნობია

პროკურატურა ამ დრომდე მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. 

შსს ინფორმაციითვე, სუსლიაკი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აზერბაიჯანში გაუშვეს.

„უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.

კერძოდ, აღნიშნული კანონის  მე-11 მუხლის  1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისი”-ს გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუსლიაკის ქვეყანაში არშემოშვების შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა გაავრცელა. მისივე თქმით, სუსლიაკი სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიტაცეს.

ადვოკატი ახლა სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ გამგზავრებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g