LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუსტ მდგომარეობაში მყოფმა „ქართულ ოცნებამ“ ვერ გაუძლო წნეხს, რაც მისივე მხურვალე მხარდამჭერებისგან მიიღო“ – თაზო დათუნაშვილი

139
თაზო დათუნაშვილი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანება „საშინელ პოლიტიკურ მასკარადს“ წარმოადგენდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ უკან დახევით დასრულდა.

დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებში პროფესორების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ძლიერი წინააღმდეგობა მიიღო და იძულებული გახდა, გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა.

„საშინელი პოლიტიკური მასკარადი – უნივერსიტეტების გაერთიანება-დაშლა დასრულდა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სუსტ მდგომარეობაში, რომელიც დღეს არის, ვერ გარისკა იმ წნეხის გაძლება, რომელიც მისვე მხურვალე მხარდამჭერებისგან მიიღო, ვგულისხმობ, თსუ-ს და სტუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს – ვერ გაუძლო ამ წნეხს, რადგან ვიცით, რომ არ ორი უნივერსიტეტის პროფესორების დიდი ნაწილი არის „ქოცური“ წიაღის წარმომადგენელი, შესაბამისად, მიიღო დიდი წინააღმდეგობა და ვერ გაუძლო”, – განაცხადა დათუნაშვილმა სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანების თაობაზე მთავრობის შეცვლილი გადაწყვეტილების კომენტირებისას და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი ინტერესი ახლაც არის უნივერსიტეტების ქონებება და კონტროლი.

„ძირითადი ინტერესი აქამდე და მანამდეც იყო ქონება და კონტროლის მექანიზმის დაწესება. როგორც აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ინტელიგენციის ეს ნაწილი არ არის მზად, გივი მიქანაძისეული მიდგომებისთვის და ხელისუფლებამ უკან დაიხია“, – აცხადებს დათუნაშვილი.

მთავრობა თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

ირაკლი კობახიძე: „ სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სასწავლო პროგრამაში – ტექნიკური პროფილის არმქონე პროგრამები მომავალი ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში“

სტუ-ს რექტორი ასახელებს პროგრამებს, რომლებიც „მილევად რეჟიმში“ გადავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g