LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Suzuki-ს უნგრეთის ქარხანამ 3 მილიონი ავტომობილი გამოუშვა

151

Suzuki-ს უნგრეთის ქარხანამ უკვე 3 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. იმისათვის, რომ მილიონიან ნიშნულს გადაცილებოდა, ერთადერთ ევროპულ მწარმოებელს არც მეტი არც ნაკლები მეოთხედი საუკუნე დასჭირდა. ქარხანა ქალაქ ესტერგომში 1991 წელს დაფუძნდა და პირველი ავტომობილი – Suzuki Swift 1992 წელს გამოუშვა. 26 წლიანი ისტორიის განმავლობაში კი კომპანიამ ისეთი მოდელებიც შექმნა როგორიცაა, Wagon R +, Ignes, Splash, SX4 და ა.შ. ამ მომენტისთვის კი უნგრეთში კროსოვერი Vatara და SX4 S-cross იწარმოება და საიუბილეო ავტომობილიც სწორედ SX4 მოდელი იყო.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ქარხანაში აწყობილი ავტომობილები 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები