LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანეთში უკვე მე-9 დღეა ილია ფილფანს ეძებენ: სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

436
BeFunky-collage (3)

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ილიას 80-მდე მაშველი ეძებს, ასევე სამუშაოებში ჩართულია დრონები და ვერტმფრენები.

ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია კი, 19 ივლისს შევიდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზარდი ბოლოს სოფელ ლენჯერში ნახეს. ის სახლიდან ველოსიპედით მარტო გავიდა.

„წინა დღეს ვიკამათეთ, იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა” – დაკარგური ბავშვის მამა

როგორც ცნობილია, ილიამ არ იცის ქართული, საუბრობს რუსულად. ცხოვრობდა ყაზახეთში, ქალაქ ალმაატაში და თითქმის ერთი წელია, რაც მამასთან ერთად სვანეთში გადმოვიდა საცხოვრებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები