LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სვეტის” მიერ დაზარალებული არც ერთი მოქალაქე ბინის გარეშე არ დარჩება – კალაძე

161
collage

კიდევ ერთხელ ვპირდება მათ, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე – თბილისის მერი კომპანია “სვეტის” მიერ დაზარალებულებს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც კახა კალაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის პირადადაა ჩართული ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში და დედაქალაქის მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ ყველა დაზარალებულმა კუთვნილი ფართი მიიღოს.

“პირადად მე ჩართული ვარ და საინიციატივო ჯგუფს არაერთხელ შევხვედრივარ. ამ ადამიანებს ჩვენგან სრული თანადგომა და მხარდაჭერა აქვთ. მათ იციან ყველა ინფორმაცია, ყველა დეტალი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვეხმარებით. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება შესაბამისი სამსახურების მხრიდან. უახლოეს მომავალში, როგორც კი საქმე მერიაში წამოვა, ამ ადამიანებს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნებათ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასულები იმის გამო, რომ თავიანთი შვილები და ოჯახი არჩინონ. მათ შეიძინეს “სვეტში” ბინები და ისინი მოატყუეს. კიდევ ერთხელ ვპირდება მათ, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე. ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის ფართი, რაც ნაყიდი აქვს. დედაქალაქის მერია ამ პროცესებს ყველანაირად ხელს შეუწყობს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურმა „სვეტის“ მენაშენეები დაზარალებულად სცნო. ხოლო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები მენაშენეთა თანხების უკანონოდ მითვისების გამო დააკავეს. თავის მხრივ, დედაქალაქის მერი სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

სამშენებლო კომპანია „სვეტს“ 2000-მდე დაზარალებული მენაშენე ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g