სოც-ქსელის მეშვეობით სვეტლანა ბონდარჩუკსა და მის ოჯახურ მდგომარეობაზე ჭორები გავრცელდა. როგორც მომხმარებლები წერდნენ, ის და მისი მეუღლე ერთმანეთს დაშორდნენ.
გავრცელებულ ჭორებს სვეტლანამ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სურათით ”ოთხი გოგონა და ფიოდორი” უპასუხა. ფოტოზე აღბეჭდილია სვეტლანას მეუღლე, ორი ქალიშვილი და ოჯახის მეგობარი ძაღლი. სწორედ ამ ფოტოს დახმარებით უარყო გავრცელებული ჭორები ყველაზე სტაბილურმა წვყილმა რუსულ შოუბიზნესში.
რაც შეეხება ჭორებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, სწორედ სოც-ქსელიდან დაიწყო მაშინ, როდესაც სვეტლანამ გვარი, რუდსკაიად გადაიკეთა, რომელიც მისი ქალიშვილობის გვარია. როგორც სვეტლანამ შემდგომ განაცხადა, გვარის ცვლილება ავტორიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა. თუმცა, ოფიციალური კომენტარი, წყვილს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.