LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სწორი სვლა და სწორი ტონი” – იან კელი გახარიას გადადგომაზე

173
0cd3e63c-0271-4b18-8779-e00e89e28e24-640

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს პრემიერის გადადგომას ეხმაურება და გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას სწორ ნაბიჯს უწოდებს:

“სწორი სვლა და სწორი ტონი. საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება,” – წერს იან კელი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g