LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

4795
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ–კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

არასრულწლოვანის ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა უტარდება.

გოგონას დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს დაიწერა, მას ოჯახის წევრები ეძებდნენ. მომხდარს ეხმაურება პარტია „რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

არაოფიციალური ცნობით, მოზარდს ძალადობის კვალი ეტყობა. თავად ირაკლი ღლონტი ამბობს, რომ ბავშვთან ახლოს მისვლა ვერ შეძლო, თუმცა თვითმხილველთა დაყრდნობით წერს, რომ ბავშვს დაზიანებები აღენიშნება.

„უმძიმესი ამბავია დიღომში ! 12 წლის გოგონას დაკარგვა სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში, სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით ((((((

გარდაცვლილია პატარა ანგელოზი, უმძიმესია ეს ღამე… იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც… პირველ რიგში მოქალაქე და მამა ვარ. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს დანაშაულის გამოძიება, განსაკუთრებით შვილებს აქვს სიცოცხლის უფლება!

სამძიმარს ვუცხადებ მშობლებს ! ეს იქ ვერ შევძელი… ან როგორ უნდა მეთქვა რამე“, – წერს ირაკლი ღლონტი.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მათივე ცნობით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო, ტრაგედიის ადგილის შესასვლელი: ირინა ზარანდია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g