LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფი ტესტის გაკეთება უფასოა, თუ თანხა გადაგახდევინეს, შეგვატყობინეთ: სამინისტრო

893
BeFunky-collage (2)

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება უფასოა.

სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნულ ტესტში ფულის გადახდა მოსთხოვეს, შეატყობინონ შესაბამისს სააგენტოს.

„ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას  სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, მათგან გადასახადის მოთხოვნის გარეშე.

გთხოვთ, აღნიშნული შემთხვევის დეტალები მოგვწეროთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე – [email protected] იმ შემთხვევაში, თუ სერვისში უკვე გადაიხადეთ თანხა, ასევე გთხოვთ, განცხადებას თან დაურთოთ გადახდის ქვითარი”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები