რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე “ომიკრონის” შტამის საქართველოში გავრცელების მასშტაბებზე საუბრობს.
როგორც ტაბიძე აცხადებს, “ომიკრონი” საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს.
საქართველოში “ომიკრონით” ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა
ამის შესახებ ექსპერტმა მედიაცენტრ “მთავარში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ომიკრონის” მასობრივი გავრცელება თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს:
“ომიკრონი” საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება.
“ომიკრონი” ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ეს ევროპულ ქვეყნებში არსებული ვითარებით დასტურდება. ჩვენ ისე გადავალთ “მეექვსე ტალღაში”, რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. “მეხუთე ტალღის” სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. “ომიკრონის” მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს”, – აცხადებს ტაბიძე.
მან ვაქცინის “ბუსტერ დოზის” მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბუსტერით” აცრის შემდეგ დაავადების ხარისხი – მისი გავრცელება, მიმდინარეობა და გართულებები შემცირდება:
“მაქსიმალური დაცვა არის დამატებით ვაქცინაში, რასაც ე.წ. ბუსტერი ჰქვია. “ბუსტერით” აცრის შემდეგ შემსუბუქდება დაავადების ხარისხი, კერძოდ, მისი გავრცელება, მიმდინარეობა და გართულებები. ძალიან ბევრს ექნება ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების შეგრძნება, რომც არ გაიტესტოს, ჩვეულებრივად გადაიტანს ამ დაავადებას, ვერ იგრძნობს. თუმცა, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც სერიოზულად მძიმდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნებ.” – განაცხადა ტაბიძემ.