მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე ოქროსფერი რუჯის მიღების შემდეგ 29 წლის რუსი მოდელი ირინა შეიკი და მისი მეგობარი მამაკაცი – 40 წლის მსახიობი ბრედლი კუპერი აშშ-ში დაბრუნდნენ. წყვილმა შრომის დღე ატლანტიკ-სიტიში გაატარა, სადაც ჰოლივუდის მსახიობის ოჯახი ცხოვრობს. დღისით კუპერი და შეიკი პროდუქტის მაღაზიებში შენიშნეს, საღამოს კი მსახიობის ოჯახის წევრებს ესტუმრნენ.
ირინა შეიკი ოჯახურ ვახშამზე თეთრი, მჭიდრო კაბით მივიდა, რომელშიც ჩანდა, რომ მოდელის მუცელი საკმაოდ მომრგვალებულია. ბრედლი კუპერის დედის მიერ მომზადებული ვახშმის შემდეგ კი ყველანი ქუჩაში გავიდნენ, სადაც პაპარაცებმა მათი დაფიქსირება შეძლეს.