სუპი ტომ-იამი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. ამის შესახებ ტაილანდის კულტურის მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია.
მინისტრის თქმით, პოპულარული კერძის იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა სიაში შეყვანა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა გადაწყვიტა.
ცხარე წვნიანი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარეს, რადგან ის ტაილანდელთა ცხოვრების სტილს ასახავს. კერძოდ, ის არის ბუნების სიყვარულის დემონსტრირება, ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. მინისტრმა სუპის დასახელებაც განმარტა და ის ითარგმნება როგორც მოხარშულ წყალი და კრევეტები.
აღსანიშნავია, რომ იუნესკოს სიაში საკვები პირველად 2010 წელს გაჩნდა. მას შემდეგ საპატიო ტიტული ასზე მეტ კერძს გადასცეს. ამასთან, მსოფლიოში არის სამი ქვეყანა, რომელთა სამზარეულოც მთლიანად კულტურულ მემკვიდრეობად აღიარეს, ესენია – საფრანგეთი, მექსიკა და იაპონია.