ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსით დაინფიცირდა.
„კოვიდდადებითი ვარ მაგრამ კარგად ვარ, აიცერით“. – წერს სოციალურ ქსელში თაკო დოლაბერიძე და სოციალურ ქსელში კოვიდდადებითობითობის დამადასტურებელ პასუხს აქვეყნებს.
„ფორტუნა“ თაკო დოლაბერიძეს ესაუბრა.
როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თაკო „ სინოფარმის“ ვაქცინით სრულადაა აცრილი.
„რაღაცნაირად ვიგძენი, რომ კორონავირუსი დამემართა. (სიტყვებით ვერც ვხსნი). ერთი დღე მქონდა მხოლოდ სიცხე, 37 გრადუსი, სხვა სიმპტომები არ მქონია, ტესტი გავიკეთე და დამიდასტურდა.
ახლა თავს კარგად ვგრძნობ. დედაჩემს და ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობ. მათ აქვთ ვირუსი და შესაბამისად მეც დავინფიცირდი“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში თაკო დოლაბერიძემ.