LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილი: „დედა ვარ და უნდა ვიწამო, რომ ჩემი შვილი კარგად იქნება“

872
takomeliqishvili20101

თაკო მელიქიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ შვილის მძიმე დიაგნოზზე და მისი ფინანსური დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მომღერალი და რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანი აღნიშნავს, მისი 4 წლის შვილს, რატის მოტორული უნარების განვითარების შეფერხება აქვს. არ ლაპარაკობს, ქცევის, მოტორიკის ვარჯიშები სჭირდება, ასევე წყლის თერაპიაც, რისი საშუალებაც თავად თაკოს არ აქვს, ამიტომაც სჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა. როგორც მომღერალი ამბობს, ახლა ძირითადად, კოლეგები და ხალხი ეხმარება. რაც შეეხება მისი მეორე შვილის მამას, მასზე საერთოდ არ საუბრობს. თუკი ვინმე დაეხმარება, ყველას მადლობას გადაუხდის. „დედა ვარ და უნდა ვიწამო, რომ ჩემი შვილი კარგად იქნება“, დასძენს თაკო ჟურნალთან საუბრისას.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

GE53BG0000000336214175GE

GE63TB1181845063622338

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g