LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: არახამია თუ ამაყობს ქართული წარმომავლობითა და ფესვებით, სულ მცირე, უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა არც ერთ ქართველს არ მოუგია ისტორიაში და ვერც ის მოიგებს

311
BeFunky-collage - 2023-07-22T232711.132

არახამია თუ ამაყობს ქართული წარმომავლობითა და ფესვებით, სულ მცირე, უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა არც ერთ ქართველს არ მოუგია ისტორიაში და ვერც ის მოიგებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, არახამიაც არის იმ ხაზის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მთელ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს.

„ბატონი არახამიას განცხადებები და რიტორიკა ყველაფერს არის აცილებული. არ ვფიქრობ, რომ ის ამ შემთხვევაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს წარმოადგენს. ის აცილებულია ამ შემთხვევაში სიმართლეს და რეალობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ არახამიაც არის იმ ხაზის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მთელ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს.

არ არის გამორიცხული, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით. არ არის გამორიცხული, რომ ის არის აქაური დასუსტებული ოპოზიციის უფროსი კოორდინატორიც, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გარჩევებს უკრაინის ხელისუფლებასთან, ვიდრე უკრაინა უმძიმეს ომშია და იცავს საკუთარ ტერიტორიებს და თავისუფლებას.

პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ვდგავართ უკრაინის დასახმარებლად, თორემ, თუ ის ამაყობს ქართული წარმომავლობით და ქართული ფესვებით, სულ მცირე უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა და დაპირისპირება არც ერთ ქართველს მოუგია ისტორიაში და რა თქმა უნდა, ვერც არახამია მოიგებს.

აქედან გამომდინარე, ვიდრე ომია, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას ვუსურვოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ და დაბრუნდეს მშვიდობიანი დღეები უკრაინაში, დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ ძალიან მალე. ისტორია ამ წონასწორობას დაადგენს და ყველა ვინ, რას და როგორ აკეთებდა, ამასაც ისტორია შეაფასებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g