LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, მიუღებელია, აშშ ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია

64
BeFunky-collage (3)

პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანებას ეხმიანება და ამბობს, რომ “ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს”, მისთვის მიუღებელია.

ამასთან, თალაკვაძე ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ანტიდასავლური რიტორიკით ოპოზიცია გამოირჩევა.

„ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანთროპი, თავისუფალი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ივანიშვილს ჰქონდა ამ ბანკთან მოგეხსენებათ, დავა, რომელიც მოიგო საერთაშორისო სასამართლოში და დადასტურდა, რომ მისი უფლებები ამ ბანკმა დაარღვია. თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება.

რაც შეეხება ოპოზიციის და ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, ელჩს, ევროკავშირის ელჩებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ოცნების” პატრიოტიზმი იწყება ბანკომატთან – შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცოტაც და თუ ბიძინას ფულს არ მისცემენ, პუტინის მხარდამხარ დაიწყებენ ბრძოლას „დასავლელი იმპერიალისტების” წინააღმდეგ – პაატა მანჯგალაძე

ცნობისთვის,  ირაკლი კობახიძე შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას ამბობს, რომ როცა შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს კითხვებს აჩენს.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილისთვის გადარიცხვის შეფერხება “კოორდინირებული მოქმედებების” შედეგია

ამავე თემაზე:

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს კიდევ ერთხელ უჩივის: „ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები