LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილისთვის გადარიცხვის შეფერხება “კოორდინირებული მოქმედებების” შედეგია

253
ბიძინა-ივანიშვილი-ირაკლი-კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა. ამის შესახებ მან ხათუნა ხოფერიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი არ და ვერ იქნება სანქციების ქვეშ, ის მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა: Seeking Alpha

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს კიდევ ერთხელ უჩივის: „ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას”

ირაკლი კობახიძის სიტყვებით, “ილუზია თუ აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ივანიშვილი და მისი ხასიათი”.

„ვნახე განცხადება და მე მგონია, რომ ეს კითხვები ლეგიტიმურია, არც თუ უსაფუძვლოა. ჩვენ ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია, რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ალბათ ლოგიკური.

ჩვენთვის გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იყო გაუგებარი კოორდინაცია მაღალი ხარისხით. ჩვენ გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის ალოგიკური გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის და აქაც ჩანდა კოორდინაცია, იყო სხვა შემთხვეევებიც, ალოგიკური მოვლენები. ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია – კაცი სანქციებს არ ექვემდებარება, ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ენმ-სთან დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვვიანი თემა. გამოგონილი თემა გაუგებარი ზარით, ესეც კომუნიკაციაზე მიუთითებს.

ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკიდან… შვეიცარიული საბანკო [სისტემა] სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულები და როცა ასეთი საბანკო სისტემის ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებას დღეს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს.

„როცა ყველაფრით უზრუნველყოფილმა 2011 წელს ქვეყნის გადარჩენისთვის თავი გადადო, შეუძლებელია, ფულის დაკარგვის შიშით, დღეს ვინმეს ქვეყანა გაანადგურებინოს“ – რას წერს ხათუნა ხოფერია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g