LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი არ და ვერ იქნება სანქციების ქვეშ, ის მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა: Seeking Alpha

358
1411bidzinaivanishvili

Credit Suisse-თან წარმოებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით დასავლურ პრესაში მორიგი სტატია გამოქვეყნდა. გავლენიანი გამოცემა უკვე მეორედ მწვავედ არიტიკეს შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს კლიენტებისადმი უპასპუხისმგებლო დამოკიდებულებისა და ქართველ მილიარდერთან წაგებული დავის აღსრულების გამო.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში. ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ნდობით აღჭურვილმა პირმა ჯერ ვერც ელემენტარული გადამოწმება განახორციელა და ვარაუდობს, რომ ბატონი ბიძინა არა მხოლოდ დისკრიმინირებულია სატრასტო ფონდის მიერ, არამედ ასევე დაუქვემდებარეს ბანკის პოლიტიკური წნეხის კამპანიას, – ამის შესახებ გამოცემა Seeking Alpha წერს.

გამოცემა წერს, რომ ფონდ Green Vals-ის მუშაობაში ჩავარდნების პასუხად, ბენეფიციარებმა სასამართლო პროცესი წამოიწყეს და ბანკის მიერ დანიშნული ნდობით აღჭურვილი პირის მხრიდან ნდობის დაკარგვისა და პოლიტიკური წნეხის მნიშვნელოვან საკითხებზე Gurnsey Court-ში დავობენ.

სასამართლო პროცესი სატრასტო ურთიერთობის ფარგლებში, ვალდებულებების სერიოზული დარღვევების შედეგია, ბენეფიციართა აქტივების მართვისა და კლიენტების კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ნაწილში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ დარღვევების შესახებ, ბენეფიციარებმა რამდენჯერმე გამოთქვეს უკმაყოფლება ნდობით აღჭურვილი პირისადმი მიწერილ წერილში, რომელმაც დაადასტურა, რომ სატრასტო ურთიერთობა შემოთავაზებული და დანერგილი იქნა ბანკის მიერ ბენეფიციართა ინტერესების დასაცავად და საჭირო თანხების გამოყოფის უზრუნველსაყოფად.

ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბენეფიციარებმა 2022 წლის 4 მარტს ითხოვეს თანხების ათვისება, რომლის ვიზირებაც ნდობით აღჭურვილმა პირმა 2022 წლის 4 აპრილს მოახდინა და რითაც ფინანსური ზიანი მიაყენა ბენეფიციარებს

” ამ პერიოდში ნდობით აღჭურვილმა პირმა არაგონივრულად გამოითხოვა ინფორმაცია და თხოვნაში დაგვიანების მიზეზად მიუთითა აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური გარემო, თან ვერ მოახდინა მისი პირველადი ფუნქციის შესრულება – ვერ მოახდინა მინდობილი აქტივების მართვა ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით” – წერია სტატიაში.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ  თავად ბენეფიციარებს კავშირი არ გააჩნიათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არც რაიმე სანქციის ქვეშ მოყოლილან.

“საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში. ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ნდობით აღჭურვილმა პირმა ჯერ ვერც ელემენტარული გადამოწმება განახორციელა და ვარაუდობს, რომ ბატონი ბიძინა არა მხოლოდ დისკრიმინირებულია სატრასტო ფონდის მიერ, არამედ ასევე დაუქვემდებარეს ბანკის პოლიტიკური წნეხის კამპანიას.” – ვკითხულობთ სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც სრულად კმაყოფილდება მომჩივანთა – მათ შორის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის – სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლო დავის შემდეგ თავს 2022  წლის სექტემბერში განიხილავს. ორ სარჩელს შორის არსებული მსგავსების გათვალისწინებით დიდად სავარაუდოა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა სინგაპურის სასამართლოში წარმატებით დაკმაყოფილდება.

სტატიიდან ვიგებთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აპირებს მთელი რიგი პრეს-კონფერენციების ორგანიზებას საერთაშირსო მედიის წარმომადგენელთათვის. გამოცემა წერს:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g