LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tales of the Silk Road – „ვოლვო ქარ საქართველოს“ და IERI Store-ის კოლაბორაცია

620
0000

„ვოლვო ქარ საქართველომ“, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან აქტიურად თანამშრომლობს და მათთან არაერთი პროექტითაა დაკავშირებული, ახლახან კიდევ ერთ საინტერესო ექსპერიმენტს ჩაუყარა საფუძველი.

Volvo-სა და კონცეპტუალური მაღაზიის IERI Store თანამშრომლობით შექმნილი კამპანია სახელწოდებით Tales of the Silk Road ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Volvo-ს ავტომანქანებისა და IERI-ის კოლექციების ერთობლივ ვიზუალებს წარმოგვიდგენს.

გასაკვირი არაა, რომ ელეგანტურობით, სანდოობითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეულმა Volvo-მ თანამშრომლობისთვის კონცეპტუალური მაღაზია IERI აირჩია. ორივე მათგანის საერთო მახასიათებელი, უპირველესად, ხაზგასმული ინდივიდუალურობაა, რამაც ჰარმონიულად გააერთიანა ავტომობილის დიზაინი და მაღალი მოდა. თითქმის 100 წელია, Volvo მდგრადობის, უსაფრთხოებისა და რაფინირებული გემოვნების სიმბოლოა. IERI Store კი საქართველოში მოდასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ სტერეოტიპებს საკუთარ კონცეფციას უპირისპირებს და, ფაქტობრივად, მოდის ინდუსტრიის გადააზრების შესაძლებლობას ქმნის.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო ქარ საქართველო“ მუდმივად უჭერს მხარს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს და არტისტებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. თუმცა მოდის მიმართულებით ეს ჩვენი პირველი ექსპერიმენტი იყო. IERI-სთან კოლაბორაციის იდეა ჩვენს გუნდში გაჩნდა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ორ ბრენდს ძალიან ბევრი საერთო რამ აერთიანებს. ორივე მათგანი გამოირჩევა ხასიათით და მომხმარებელს მაშინ მოსწონს ეს ბრენდები, როცა სიღრმისეულად ეცნობა მათ კონცეფციას. ერთად ვიმსჯელეთ, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რა ტიპის თანამშრომლობა იქნებოდა საუკეთესო. ამ ორი, სრულიად განსხვავებული სექტორის წარმომადგენელი ბრენდის თანამშრომლობა თავისთავად ექსპერიმენტულია და გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო მეტი სითამამე გამოგვეჩინა. გაჩნდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდეა და დავუკავშირდით დავით აფაქიძეს, არტისტს. სამივე მხარის ხედვა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს და მუშაობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა. ცხადია, შეგვეძლო, არჩევანი კლასიკურ ფოტოსესიაზე შეგვეჩერებინა, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, სრულიად განსხვავებული ვიზუალები მივიღეთ, რომლებიც მეტი ფანტაზიის საშუალებას გაძლევს, ვიდრე ფოტო. იმედია, მომხმარებელსაც მოეწონება. ზოგადად, ჩვენი მომხმარებლები Volvo-ს ირჩევენ ტექნოლოგიური განვითარების, სანდოობის, სისადავისა და ელეგანტურობის გამო. სწორედ ამ მხრივ ვიპოვეთ საერთო IERI Store-სთან. ესაა ბრენდი, რომელიც მაღალ მოდას მშვიდად და ერთგვარი სისადავით გთავაზობს, რაც იშვიათია და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს“.

IERI Store თანამედროვე ქართულ მოდასა და  საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. პეტრიაშვილზე, ღვინის ქარხანაში მდებარე ყველაზე მასშტაბურ კონცეპტუალურ მაღაზიაში  ქართველი დიზაინერების მრავალფეროვანი კოლექციებია თავმოყრილი, თუმცა IERI არაა უბრალოდ ტანსაცმლის მაღაზია. ის მომხმარებელს სასიამოვნო ატმოსფეროს, შესანიშნავ მომსახურებას და, რაც მთავარია, ისტორიას სთავაზობს, რომელსაც ეყრდნობა მაღაზიის შექმნის იდეა.

ანკა ციციშვილი, IERI Store-ის კრეატიული დირექტორი: „IERI-ს მომხმარებლები პროგრესული ადამიანები არიან, რომლებიც არ წყვეტენ პიროვნულ განვითარებას. ისინი მუშაობენ საკუთარ თავზე როგორც აზროვნების თვალსაზრისით, ისე ემოციურად, თუ  სტილის სრულყოფის მხრივ. ჩვენი მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული არაა ნივთების მატერიალური ღირებულება, მაგრამ ანგარიშგასაწევია მათი ხარისხი და  ხანგრძლივად გამოყენების შესაძლებლობა. ისინი აფასებენ მაღალ ხარისხს, ისევე, როგორც თავიანთ შინაგან სილამაზეს, უყვართ ელეგანტურობა, რომელსაც ხაზს უსვამს მათი სამოსი თუ მაღალი კლასის მანქანა. ჩვენი თანამშრომლობა Volvo-სთან ამ ღირებულებების მიმართ ორივე ბრენდის ერთგულებამ განსაზღვრა. ვიზუალური მასალა, რომელიც თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ, მნახველს საშუალებას მისცემს, უკეთ აღიქვას როგორც Volvo-ს, ისე IERI-ს ფილოსოფია და გახდეს მათი ერთგული მომხმარებელი. Volvo-ს ხარისხი უსაფრთხოებასთან ასოცირდება, მას თამამად ანდობ შენს ოჯახსა და შვილებს, თავად ენდობი მანქანას. Volvo-ს  თავდაჯერებული ადამიანები ირჩევენ, ისევე, როგორც IERI Store-ს. ჩვენი მომხმარებლები არავის არაფერს უმტკიცებენ, მათ იციან, რა სურთ, აფასებენ მცირე დეტალებს და ამავე დროს შეუძლიათ გლობალური სურათის დანახვა“.

Volvo X IERI – ორი ბრენდის საერთო კამპანია სისრულეში მოიყვანა ხელოვნური ინტელექტისა და ქართველი არტისტების შემოქმედებითი შესაძლებლობების გაერთიანებამ. კამპანიის ვიზუალები დავით აფაქიძის, ლაშა ყაბანაშვილისა და ფოტო ედიტორ რუსკა ოსიაშვილის მიერ შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტისა და მოდის ფოტოგრაფიის სინთეზით შექმნილი ფუტურისტული ვიზუალები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს Volvo-სა და IERI-ს ჰარმონიულ შერწყმას, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავად აღიქმება საქართველოს მრავალფეროვან პეიზაჟებში, მდიდარ კულტურასა და დინამიკურ გარემოში. თითოეული ფოტო განსხვავებულ ამბავს ჰყვება, გვაჩვენებს კარგად ნაცნობ ქუჩებს, მაგრამ, ამავდროულად, ხედვის ახლებურ კუთხეს გვთავაზობს; გვიღვიძებს ახალ შეგრძნებებს, რომლებსაც გააზრებულად ან ჩვენდა უნებურად  ვეძებთ ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად.

დავით აფაქიძე, არტისტი: „დამიკავშირდა IERI-ს  წარმომადგენელი, იდეის შესახებ მომიყვა და  შემომთავაზა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამეკეთებინა ვიზუალები, რომლებიც მათ პროექტის ფარგლებში სჭირდებოდათ. იდეამ თავიდანვე ძალიან დამაინტერესა. ხელოვნურ ინტელექტზე უკვე გარკვეული პერიოდია ვმუშაობ, მაგრამ ეს ექსპერიმენტი ჩემთვისაც სიახლე იყო. დავუკავშირდი ფოტო ედიტორ რუსკა ოსიაშვილს და ლაშა ყაბანაშვილს, რომელიც ასევე ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. აბრეშუმის გზას გავყევით და მის სხვადასხვა საკვანძო ადგილზე ვიმოგზაურეთ ვირტუალურად. ფაქტობრივად, ეს იყო მოგზაურობა დროსა და სივრცეში. ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ისეთი შედეგის მიღება შეიძლება, რასაც ფიზიკურ სამყაროში ვერ მიაღწევ. ამავე დროს გვინდოდა, ეს ვიზუალები ავთენტიკური ყოფილიყო, ერთდროულად შეენარჩუნებინა ქართული ხასიათი, რაც IERI-სთვისაა დამახასიათებელი, და Volvo-ს სკანდინავიური ესთეტიკა. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა“.

ორივე ბრენდის ხედვის ნაწილია ის, რომ ტრადიციულ საწყისებს თანამედროვეობაში აქტუალობა და თვითმყოფადობა არ დაეკარგოს. ორივე ბრენდი შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ, გრძნობენ და აფასებენ ესთეტიკას, გამოირჩევიან სახასიათო ხელწერით. შეუძლებელია შემთხვევით აირჩიო Volvo ან IERI, თუ თანხვედრაში არ ხარ ამ ბრენდების ფილოსოფიასთან.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g