LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თალიბანმა” ავღანეთში საპროტესტო აქციები აკრძალა

60
1

“აკრძალვების სერია ავღანეთში” – “თალიბანმა” ქვეყანაში ახლა უკვე მათთვის არასასურველ საპროტესტო აქციებს კრძალავს.

თალიბანმა ქალებს სპორტი აუკრძალა – “არ განიხილება, როგორც აუცილებელი რამ”

შესაბამისი განკარგულება გუშინ გამოიცა. “თალიბანის” მიერ კონტროლირებადი ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქვეყანაში “ახალი ხელისუფლებისთვის არასასურველი პროტესტი” იკრძალება.

ავღანეთში აქციები ძალადობრივად უკვე დაიშალა, ახლა დემონსტრანტებისთვის კი მას “მძიმე შედეგები” მოჰყვება.

The Guardian-ის ინფორმაციით, აიკრძალა ნებისმიერი დემონსტრაცია, რომელსაც არ აქვს ოფიციალური მოწონება როგორც თავად შეკრების, ასევე ნებისმიერი ლოზუნგის გამოყენების მხრივ.

“თალიბანი” ოპონენტებს აფრთხილებს, რომ მათ უნდა მიიღონ ნებართვა ყოველგვარი საპროტესტო შეკრების წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას მძიმე სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.

BBC: თალიბანმა ავღანეთში გოგოებისა და ბიჭების ერთად სწავლა აკრძალა

აღნიშნული წესის მიხედვით, აქციის ჩატარების სურვილის შემთხვევაში, მისმა ორგანიზატორებმა წინასწარ, 24 საათით ადრე  იუსტიციის სამინისტროს უნდა შეატყობინონ აქციის ჩატარების დრო, ადგილი და მიზანი.

“თალიბანის” მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს.

დემონსტრანტებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

საერთაშორისო მედია წერს, რომ აღნიშნილი აკრძალვები მიუთითებს – ავღანეთის ახალი სრულმასშტაბიანი დროებითი კაბინეტი, რომელიც მთლიანად თალიბანის ერთგული წევრებისგან შედგება, სწრაფად შორდება მათ მიერ ზომიერებისა და ინკლუზიურობის დაპირებებს.

ახალი მმართველობის პირობებში მუსიკა აკრძალული იქნება – „თალიბანის“ პრესსპიკერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები