თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მათ მიმართ სოლიდარობის განცდა არ უჩდება.
თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს
“არანაირი სოლიდარობა არ გამაჩნია იმ სტუდენტების მიმართ, რომლებსაც გამოცდის გადაწერა სურთ.
ასევე არანაირი სოლიდარობა არ გამაჩნია იმ ხალხის მიმართ, რომელიც ვერ ხვდება რომ სტუდენტობა 8 კაცთან ტუალეტის გაყოფას ნიშნავს მდიდარ ქვეყნებშიც, – წერს ჩერგოლეიშვილი.
გუშინ, თსუ-ში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. კერძოდ, 4 თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.
4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში – თსუ განცხადებას ავრცელებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 10 ივნისს უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.