LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო ხუროშვილი: “სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია, გამობრძანდით და მოიხადეთ ბოდიში”

8576
BeFunky-collage (17)

სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბაჩო ხუ­როშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სოციალურ ქსელში ეხ­მა­უ­რე­ბა.

როგორც ხუროშვილი წერს, “ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია.”

ამასთან, ის მოუწოდებს ინციდენტში მონაწილე პირებს, ბოდიში მოიხადონ.

4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში – თსუ განცხდებას ავრცელებს

“მთელი ცხოვრება სტუდენტების მხარეს ვიდექი და მხარს ვუჭერდი გულრწფელ პროტესტს. ხო და ის, რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება არაფერი აქვს საერთო ამ უნივერსიტეტის ღირებულებებთან და არის სირცხვილი. ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია და არც თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც თსუ-ს სახედ შეგვიძლია აღვიქვათ! დაიმახსოვრეთ და შეეგუეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არც ცარიელი კედლებია და არც ცარიელი სახელი.

ესაა უძველესი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე იყო და არის წამყვანი ქართული სამეცნიერო კერა. და ვინ ლანძღავს? ის პროფესორები ბლოგი რომ არ დაუწერიათ ცხოვრებაში, არა თუ სტატია? ის ხალხი პროფესიულ და უმაღლეს განათლებას რომ ვერ არჩევს?

ის ხალხი უნივერსიტეტი, რომ სარკეებიანი საპირფარეშო ჰგონია? დიახ, ბევრი პრობლემა აქვს თსუ-ს და ბევრი რამაა დროულად მოსაგვარებელი, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ხელი როგორ მოკიდეთ იმ ხალხს თქვენი წონა მონოგრაფიები რომ აქვთ ნაწერი და თქვენი თმის რაოდენობის სტუდენტი რომ ჰყავთ აღზრდილი!

რომელ ონლაინ გამოცდას ითხოვთ, დეიდაშვილის მეგობარმა, ვინმე გიორგიმ რომ უნდა დაწეროს თქვენს ნაცვლად? გამობრძანდით უნივერსიტეტიდან და მოიხადეთ ბოდიში, პირველ რიგში პროფესორებს და ლექტორებს მოუბოდიშეთ საგანზე მოხალისეობრივად, 90 ლარად რომ გემსახურებიან,” – წერს ბაჩო ხუროშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები