LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩერგოლეიშვილი: „საერთაშორისო პარტნიორებს მოვუყვები გიგი წერეთლის პოლიტიკურ სუტენერობაზე, ავხსნი, რომ სხვის მიერ გაზრდილი რეიტინგის პარაზიტია, რეპუტაციულად დავანგრევ დასავლეთში“

256
გიგი წერეთელი & თამარ ჩერგოლეიშვილი

„იმ კვირაში შევხვდები ყველა საერთაშორისო პარტნიორს და გიგი წერეთლის ქცევაზე მოვუყვები, პოლიტიკურ სუტენერობაზე“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი და ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილი თქმით, წერეთელი სხვის მიერ გაზრდილი რეიტინგის პარაზიტია და „დასავლეთში რეპუტაციულად დაანგრევს“.

„იმ კვირაში შევხვდები ყველა საერთაშორისო პარტნიორს და გიგი წერეთლის ქცევაზე მოვუყვები, პოლიტიკურ სუტინიორობაზე.

საგულისხმოა, რომ გაყალბებაში როდესაც გამოვიჭირეთ და გაცხადდა, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ ამომრჩევლით უნდა დახურულ პრაიმერიზში ჩემი ქმედითი გუნდის დამარცხება, NDI-ს სადამკვირვებლო მისიას და USAID-ს ვხდებოდი – რომლებიც მეკითხებოდნენ, როცა ამხელა სამუშაოს ვწევ, თანამდებობა რატომ არ მაქვს.

ავუხსენი, რომ მე არ მინდა გიგი წერეთლის, კაკო ბობოხიძის და თუნდაც გიგა ბოკერიას კეთილი ნებით მოპოვებული სტატუსი – პრაიმერიზს ვატარებთ და ამომრჩეველი განმისაზღვრავს ძალას და ადგილს. განმისაზღვრა.

გიგი წერეთელმა მაგიდა ააყირავა, რადგან მეორეზე ვერ გავიდა. კაკო ბობოხიძემ ვაჭრობა და შეთანხმების მორიგი დარღვევა მოითხოვა, პრაიმერიზის შედეგების უარყოფით, პოლიტსაბჭოში სტატუსკვოს შენარჩუნებით შანტაჟი დაგვიწყო. ბობიხიძე კი ფეხზე ჰკიდიათ, მაგრამ წერეთელი რომ პოლიტიკური სუტინიორია და სხვის მიერ გაზრდილი რეიტინგის პარაზიტი, ამას ლამაზად ავხსნი.

გიგა ბოკერია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს: „ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში“

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია.

კვოტების მავნებლობაც მთელი სიკაშკაშით ჩანს. კვოტით რომ მიეჩინათ ადგილი, კი არ ინერვიულებდნენ – ჩემით და უთანასწორო ბრძოლით რომ მოვიპოვე, მაგაზე ჩამოიშალნენ სუტენერები.

P.S. გიგას მაგ პრეტენზიას უყენებს, რატომ დაუჭირე მხარი იმ გუნდს ბოლო დღეებში, სადაც პირველი თამარააო.

იმიტომ დაუჭირა, რომ ბოლო დღეებში ნახა, რომ სუტენერები ხართ, რომ, ჩემი უანგარო შრომით მოტანილი სიკეთის დაფასების და პატიოსანი ბრძოლის ნაცვლად, არაავთენტური პროცესით და სხვა პარტიების ამომრჩევლით ცდილობთ ჩემთვის თავზე გადავლას. დაინახა, რომ თქვენ განასახიერებთ ყველა იმ მანკიერებას, რაც წარსულში უნდა დარჩეს, თუ ნათელი მომავალი გვსურს.

და, აი, ამიტომ დამიჭირა მხარი, პარტიის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში იმოქმედა, როდესაც მხარი დაუჭირა პატიოსნებას, პროფესიონალიზმს, შედეგიანობას – მაგ თქვენი მყრალი, ყალბი და რეტროგრადული ჭაობის წინააღმდეგ.

ცხადია, გიგას წინააღმდეგ რომ იყენებდით იმ სიის მხარდაჭერას, სადაც პირველი ის ქალია, ვინც ყველაზე დიდი შრომა გასწია, მაშინ როდესაც გიგი წერეთელს არც იდეური, არც ფინანსური, არც სხვა სახის კონტრიბუცია არ ჰქონია – ამას გიგი წერეთლის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად გამოვიყენებ და რეპუტაციულად დავანგრევ დასავლეთში“. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს. როგორც გიგა ბოკერიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.

იმ კვირაში შევხვდები ყველა საერთაშორისო პარტნიორს და გიგი წერეთელის ქცევაზე მოვუყვები – პოლიტიკურ სუტენერობაზე….

Posted by Tamara Chergoleishvili on Thursday 1 August 2024
mazda magti 5g