„ევროკავშირის ყველა წამყვან სახელმწიფოში სახელისუფლებო პარტიები დამარცხდნენ – ევროპა გადის იმ გზას, რაც საქართველომ უკვე გაიარა და ეს არის სუვერენიტეტისთვის და ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზა,“ – ამ განცხადებით „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიასა და ესპანეთშიც კი, ლიბერალიზმი დამარცხდა.
„ევროპარლამენტის არჩევნები დასტურია იმისა, რომ ამერიკის გავლენები ევროპაზე სუსტდება. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულმა ევროპელმა ხალხმა არ აპატია არსებულ ხელისუფლებას მცდარი პოლიტიკის წარმოება. ევროკავშირის ყველა წამყვან სახელმწიფოში სახელისუფლებო პარტიები დამარცხდნენ.
გამაოგნებელი იყო ის, რომ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში საფრანგეთში, ბელგია, ავსტრიასა და ესპანეთშიც კი ლიბერალიზმი დამარცხდა. ევროპამ გაიღვიძა და ღირებულებებისთვის ბრძოლას აწი ვეღარავინ შეაჩერებს.
ევროპა ძველ ღირსებას იბრუნებს და ამას აკეთებს ხალხი. ევროპა გადის იმ გზას, რაც საქართველომ უკვე გაიარა ამ პერიოდში. ეს არის სუვერენიტეტისთვის და ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ამ არჩევნებს შეიძლება დავარქვათ ხალხის ძალა ევროპაში… ევროპელებმა უპირატესობა კონსერვატორულ მიმართულებას მიანიჭეს და არა ლიბერალურ ფაშიზმს“ – გურამ მაჭარაშვილი ევროპული არჩევნების შედეგზე
„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა არა მხოლოდ ქართველი ხალხის უმრავლესობა, არამედ ევროპის საზოგადოების უმრავლესობა, რომელმაც ბევრ დიდ წამყვან ქვეყანაში თქვეს, რომ ისინი ემხრობიან ეროვნულ იდენტობას, სუვერენიტეტს, მშვიდობას და არა ომს“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მართალია, გუშინდელ არჩევნებში კვლავ სახალხო პარტია და სოციალისტები ლიდერობენ, მაგრამ კონსერვატორული ფრთის გაძლიერება სურათს აუცილებლად შეცვლის. ევროპაში სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება”. – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
🟥 თამარ ჩიბურდანიძე: ევროპელმა ხალხმა ამერიკულ wokeism -ს უთხრა – არა! ევროპა გადის ღირებულებებისთვის ბრძოლის იმ გზას,…
Posted by ხალხის ძალა / People’s Power on Monday 10 June 2024