LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩიბურდანიძე: ნაცმოძრაობას აკაკის სიტყვებს შევახსენებდი – ჩოხას ნუკი იცვლით, ჭკუა გამოიცვალეთ და სინდისს მიხედეთ

182
ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ცვლილებას ეხმიანება.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რა ცვლილებებიც არ უნდა განახორციელონ ნაციონალურ მოძრაობაში, ის მაინც სააკაშვილის სისხლიანი პარტია იქნება.

„ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლებამ, აკაკი წერეთლის მოგონებებიდან ერთი ამბავი გამახსენა სოფლად მაცხოვრებელ კაცზე, რომელსაც ხალხი მისი მენტალობის გამო პატივს არ სცემდა და ახლოს არ იკარებდა. ეს კაციც ყოველ დღე იცვლიდა ჩოხებს, რომ როგორმე მისაღები გამხდარიყო ხალხისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც აკაკიმ უთხრა, ჩოხას ნუკი იცვლი ძამიკო, ტვინი გამოიცვალე და სინდისს მიხედეო.

ზუსტად ასეა ნაცების საქმეც, რამდენი თავმჯდომარეც არ უნდა შეიცვალონ, თუკი მენტალიტეტი და სინდისი არ შეიცვალეს, აზრი არა აქვს, ხალხი მაინც არ მიიღებს. საზოგადოებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე, თუკი ამ პარტიაში იგივე მკვლელი რეჟიმის შემოქმედნი იქნებიან? ერთი ჩერჩეტი კაცი შეცვალეს ლამაზი თოჯინით – სულ ეს არის. ეს კი ისეთივე მარტივი ტრიუკია, რითაც ნაცმოძრაობა მთელი ეს წლებია ერთობა.

რა ცვლილებებიც არ უნდა განახორციელონ ნაციონალურ მოძრაობაში, ის მაინც სააკაშვილის სისხლიანი პარტია იქნება და არჩევნების შემდეგ გასამართლებას ვერც ისინი და ვერც სხვა პარტიებში გადაბარგებული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკოსები, ვერ აცდებიან”.- წერს ჩიბურდანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g